მამუკა ბახტაძე “ქამარს შემოიჭერს”

თბილისი (bpi) – ქვეყნის პრემიერი მამუკა ბახტაძე გახდა, რომელიც განვითარების გეგმას პარლამენტში ამ დღეებში წარმოადგენს.

ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა  ნდობის გამოცხადებისთვის სამადლობელო გამოსვლაში მთავარ კურსზე – ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციის მიზანზე გაამახვილა ყურადღება.  ახალი მთავრობისთვის ასევე პრიორიტეტია  ინოვაციური ფუნდამენტური რეფორმები  და  მცირე მთავრობის კონცეფცია.

“საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავე დროს მოქმნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები, ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი, ეს არის განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა”- ,-ახლადარჩეული პრემიერი  ფსონს  განათლებაზე დებს.