მამუკა ბახტაძე: განათლება და ახალგაზრდული ეკონომიკა მთავრობის მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ

„ჩვენ განათლება და ახალგაზრდული ეკონომიკა მთავრობის მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ. ვცდილობ, სტატისტიკა არ მოვიყვანო ხოლმე ამასთან დაკავშირებით, ვიცით ისედაც, რომ ამ კუთხით საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ყველას უნდა გვესმოდეს – რაც ჩვენი განათლების სისტემაში ხდება და ზოგადად ის, რაც მთლიან ეკონომიკაზე აისახება ეს ყველაფერი ძალიან რთული მოცემულობაა და აქ ჩვენ გვჭირდება ძალიან პრინციპული და რადიკალური ნაბიჯები,“- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდებს, რომელთაც დღეს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შეხვდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, განათლება უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკის მთავარი, დომინანტი სექტორი, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„საზღვარგარეთაც უნდა წავიდეთ, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მივიღოთ, მაგრამ გარემო ისეთი უნდა იყოს საქართველოში, რომ ყველას გვქონდეს განცდა – ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავის თვითრეალიზაცია მოვახდინოთ აქ. ახალგაზრდული ეკონომიკა ნიშნავს ინოვაციებს, ენერგიას, იმას, რომ არ შევეგუოთ რაღაც არსებულ სტატუს კვოს, რომელიც შესაძლოა რაღაც ჭაობის მაგვარ სიტუაციას გვაგონებდეს. ხალგაზრდული ეკონომიკა ნიშნავს ერთსულოვნებას, იმას, რომ ორიენტირებულნი ვიყოთ პროგრესზე, იმაზე, რომ ის ფასეულობები რაც წინაპრებისგან გვაქვს შევინარჩუნოთ და გადავცეთ ახალ თაობას, განვავითაროთ,“- მიმართა პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებს.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …