მამუკა ბახტაძე ეკონომიკურ რეფორმებზე სასაუბროდ პარლამენტში მისვლა სურს

თბილისი (BPI) – მომდევნო კვირას საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე ეკონომიკურ რეფორმებზე სასაუბროდ პარლამენტში მისვლას გეგმავს.

როგორც ბახტაძემ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, იგი როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდება და იმ ინიციატივებისა და რეფორმების შესახებ მიაწვდის დეპუტატებს ინფორმაციას, რომელთა განხორციელებასაც ფინანსთა სამინისტრო გეგმავს.

„მინდა, მივიდე პარლამენტში, დაგეგმილი რეფორმების შესახებ დეპუტატებს ინფორმაცია მივაწოდო და მოვისმინო მათი შეკითხვები. შეხვედრის შემდეგ, გამოჩნდება თუ ვინ არის საქართველოში სიღარიბის დამარცხების და ახალი, სამართლიანი თამაში წესების დამკვიდრების მომხრე და ვინ წინააღმდეგი“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

PSP-ში დიაბეტის სამკურნალო საშუალებები გაიაფდა

თბილისი (BPI) – 13 აგვისტოდან PSP-ში მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდა. ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის …