მამუკა ბახტაძე: 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებითაა შესრულებული

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებითაა შესრულებული.

მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 120 მილიონიანი გადაჭარბებითაა შესრულებული, ასევე ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ათვისების ნაწილშიც.

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, პარლამენტს 20 იანვარს წარედგინება და საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე.