მალე მიმოქცევაში ახალი დიზაინის 100 და 200 ევროს ბანკნოტები ჩაეშვება

თბილისი (BPI) – ახალი დიზაინის მქონე 100 და 200-იანი ევროს ბანკნოტები მიმოქცევაში 2019 წლის მაისიდან ჩაეშვება.

კუპიურებზე ფერები უფრო მკვეთრია და მასზე დატანილი დამცავი ელემენტების შედეგად ფერები იცვლება.

ახალ კუპიურებზე დაცვის ახალი მექანიზმები გაყალბებას კიდევ უფრო ართულებს. არსებულ კუპიურებთან შედარებით უფრო მომცრო ზომისაა და საფულეში უფრო ადვილად თავსდება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უარი თქვა 500-ევროიანი ბანკნოტების გამოშვებაზე.

შემთხვევითი სიახლე

“თიბისის” 10X10 საახალწლო საჩუქრებს იგებს

თბილისი (BPI) – “თიბისი ბანკმა”  „ერთგული“  ბარათის მომხმარებლებისთვის აქცია – „10=10=10“ დაიწყო. ვინც 7 .11- …