მაკა ასათიანი TIG-ის უჩივლებს

თბილისი (BPI) –  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TIG) გამოქვეყნებულ ანგარიშში სრულიად უსაფუძვლოდ მოხსენიებულია ჩემი ოჯახის კუთვნილებაში არსებული მერსედესის წარმომადგენლობა“ – მაკა ასათიანი შპს „აკას“ 10-წლიანი დავის დასკვნით  ეტაპზე  TIG -ის შეფასებებით, სასამართლოზე ზეწოლაზე  და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე აცხადებს.  ორგანიზაციისგან ბოდიშს ითხოვს.

„საჯაროდ ახსნან, თუ რა კრიტერიუმით  მოხვდა ამ ანგარიშში მხოლოდ ერთადერთი მიმდინარე დაუმთავრებელი საქმე, თუ რატომ მიიღეს ინფორმაცია და დოკუმენტები ცალმხრივად, მხოლოდ ერთი მხარისგან, რატომ აფასებენ საქმის მხოლოდ დასასრულის სტადიას და არა საწყისიდან, რომელიც 22 წლის წინ დაიწყო. აფასებენ თუ არა იმ რისკებს, რომელიც შესაძლოა დადგეს ჩვენი ქვეყნისა და მისი რეპუტაციის მიმართ,  მსოფლიოს ერთ-ერთი უპირველესი გიგანტი კომპანიის, „დაიმლერ ბენც“-ის მხრიდან. რამდენად გათვალისწინებულია ბიზნესის ინტერესები და განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ამ კონკრეტულ ბიზნესში ქალაქის ცენტრში, თითოეული ჩვენი მოქალაქის თვალწინ, უზარმაზარი ინვესტიცია ხორციელდება:“, – განაცხადა მაკა ასათიანმა.

პროცესი 27 ივლისს  სრულდება

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ავიაბაზარზე Air France შემოდის

თბილისი (BPI) – 2019 წლის აპრილიდან თბილისის მიმართულებით პარიზიდან ფრენების შესრულებას საფრანგეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air …