ucuz paykwik sportwetten paykasa

მაკა ასათიანი სამართლებრივი დავის დაწყებაზე აცხადებს

თბილისი (BPI) – მაკა ასათიანის და Mercedes Benz-ის ოფიციალური წარმომადგენლობის სარჩელი TIG -ის წინააღმდეგ,  საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

მოსარჩელეები არასამთავრობო სექტორის, კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებსაც მიმართავენ, ღია წერილით.

“თავს ვალდებულად ვთვლი მოგმართოთ თქვენ, ვინაიდან სწორედ თქვენს კონტრიბუციას აქვს უდიდესი როლი საქართველოში დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების შექმნის და კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებისთვის”

ასათიანი მიკერძოებული კვლევით,  მცდარი ინფორმაციის გარცელებაზე დაობს, რომელიც TIC -ის 5 ივლისის კვლევაშია. კორუფციული რისკის შემცველი 7 საქმიდან , ერთ-ერთია შპს “აკა”.

“ჩამონათვალიდან ყველა საქმის წარმოება  წლებია დასრულებულია, შესაბამისად  დასკვნაში მათი მოხსენიება საბოლოო იურიდიულ ბედს ვეღარ შეცვლის, “აკაზე” კი  მიმდინარე პროცესის დროს გამოაქვეყნდა, რამაც საბოლოო გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მცდელობის საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა.  12 წლიანი საქმე უზენაესში დასრულების სტადიაშია”, – მოსარჩელე აღნიშნავს რომ დასკვნაზე მომუშავე მას დაკომპანია  საერთოდ არ დაკავშირებია.

“ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას, ამავდროულად, გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ და დაინტერესდეთ, ხომ არ ცდება ეს საკითხი ერთი კონკრეტული ბიზნესის თუ ოჯახის პრობლემას და ხომ არ აქვს სისტემური ხასიათი.

ცნობად მიიღეთ არსებული რეალობა, ვინაიდან მსგავს შემთხვევებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს როგორც ბიზნეს პროცესებში უხეშ ჩარევას, ასევე ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების არასანდოობას და შესაბამისად, თქვენს მიერ გამოყოფილი ფინანსების არამიზნობრივ, მიკერძოებულ ან ფუჭ ხარჯვას. ამით, შეიძლება ჩრდილი მიადგეს, მსგავსი ორგანიზაციების მთავარ მიზანს – განახორციელოს ობიექტური მონიტორინგი და გამომდინარე აქედან, მათ მიმართ სანდოობას. ეს კი შეაფერხებს ჩვენი ქვეყნის სწორი და სამართლიანი გზით განვითარებას.

გამოვთქვამთ იმედს, რომ დაინტერესდებით წერილში მოყვანილი ფაქტებით და მზად ვართ ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოგაწოდოთ სრული, ამომწურავი ინფორმაცია და მტკიცებულებები“, – აღნიშნულია ღია წერილში

 

შემთხვევითი სიახლე

მიმოქცევაში ლარი გაიზარდა

თბილისი (BPI) – მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის მოცულობა 142 მლნ-ით გაიზარდა (+8%Y.Y), 3.565 მლნ-მდე. სებ-ის სტატისტიკით …