მ/ო სექტორი ახალი მარწუხების მოლოდინშია

თბილისი (BPI)  –  შემოსავლებდაუდასტურებელი სესხების პორტფელი კაპიტალთან მიმართებაში, საბანკოს  25%-იან ნორმაზე ნაკლები იქნება თუ მეტი  მიკროსაფინანსო სექტორმა ჯერ  არ იცის.

მ/ორგანიზაციების ცნობით, ის სებ-თან ინტენსიური მოლაპარაკებებში ჩართვისთვის ემზადება. მანამდე კი ნორმატივების და ლიმიტებს ეცნობა, რომელიც ორგანიზაციებისთვის განსხავევბული იქნება.  მკაცრი,  კლიენტების ფულის ამღებებისთვის და შედარებით მსუბუქი  მხოლოდ სესხის გამცემისთვის.

ახალი რეგულირებით კაპიტალის და ლიკვიდობის კოეფიციენტები მ/ორგანიზაციებსაც მოეთხოვება. სამუშაო ვერსიით 24% და 25%-ია  მკაცრ რეგულირებაში მოქცეულებისთვის და  18%/18% მსუბუქი ზედამხედველობის ბენეფიციარებისთვის.

სესხის ლიცენზირების საფასური  10 000  ლარი,  მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტში უკვე გაწერილია და პარლამენტშიც წარდგენილია.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ავიაბაზარზე Air France შემოდის

თბილისი (BPI) – 2019 წლის აპრილიდან თბილისის მიმართულებით პარიზიდან ფრენების შესრულებას საფრანგეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air …