m²-მა ცნობილ იტალიელ არქიტექტორს უმასპინძლა

თბილისი (BPI) – “რუმს ჰოტელ თბილისში“ კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ ცნობილ იტალიელ არქიტექტორს უმასპინძლა. მიკელე დე ლუკიმ „მომავლის არქიტექტურაზე“ მასტერკლასი გამართა.

m² საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სასტუმროების ქსელის განვითარების ფარგლებში, მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს. სწორედ ამას უკავშირდება იტალიელი არქიტექტორის ვიზიტი საქართველოში. მიქელე დე ლუკის ავტორობით m² თელავსა და ახაშენში ახალი სასტუმროების მშენებლობის პროექტირებაზე მუშაობს.

ცნობილი არქიტექტორის სახელს უკავშირდება უამრავი მსხვილი პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის არის ვენეციისა და მილანის დიზაინის სკოლების საპატიო პროფესორი და არაერთი ჯილდოს მფლობელი.

შემთხვევითი სიახლე

ბაზისბანკის მენეჯმენტს 2 ახალი დირექტორი შეემატა

თბილისი (BPI) – ბაზისბანკის მენეჯმენტს ორი ახალი წევრი შეემატა. საბანკო სექტორში მუშაობის სოლიდური გამოცდილების მქონე, გიგი გაბუნია და რატი დვალაძე, …