ლვოვიდან აჭარას ტუროპერატორები სტუმრობენ

თბილისი (BPI) – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ლვოვიდან ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ. ისინი აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან.

სტუმრებს სასტუმრო რედისონში რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ტურიზმის განვითარების კუთხით განხორციელებული პროექტების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია ჩაუტარდათ. შეხვედრის შემდეგ ისინი მთიან აჭარას ეწვევიან და იქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან.

ლვოვიდან აჭარაში ტუროპერტორებისა და სააგენტოების ვიზიტი ლვოვი-ბათუმის მიმართულებით ფრენების დაწყებას უკავშირდება.

ინფოტურის მიზანი ლვოვიდან ტურისტების მოზიდვა და ბათუმის მიმართულებით სპეციალური ტურისტული პაკეტების შემუშავებაა. პირველი ფრენა ლვოვიდან აჭარის მიმართულებით ხვალ შესრულდება. ფრენები ზაფხულის განმავლობაში ყოველკვირეულად სამშაბათსა და პარასკევს განხორციელდება. აჭარაში და ზოგადად, საქართველოში უკრაინელი მოგზაურების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. გასულ წელს, აჭარას 38, 467 უკრაინელი მოგზაური, ხოლო ზოგადად, საქართველოს 193, 127 უკრაინელი მოგზაური სტუმრობდა, რაც 10.4%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს. მზარდია ავიამიმოსვლების რიცხვიც უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით. წელს, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები კიევიდან, ლვოვიდან, ხარკოვიდან და ზაპაროჟიედან განხორციელდება.

შემთხვევითი სიახლე

“თიბისიმ” ახალციხეში ფერმერებისთვის აგროფორუმი გამართა

თბილისი (BPI) – თიბისი ბანკის აგროფორუმები რეგიონებში გრძელდება და კახეთისა და შიდა ქართლის შემდეგ უკვე …