ლუკა გოგიტიძე – 15 წლის ვირტუოზი ქუთაისიდან

თბილისი (BPI) – ლუკა გოგიტიძე ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეა. ახალგაზრდა ხელოვანი ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, თუმცა ნიჭიერი მხარტვარი და მუსიკოსი უკვე მრავალი სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულია. ახლახანს იგი კონკურსში „ახალგაზრდა ხელოვანი“ მონაწილეობდა და ჟიურის რჩეულიც გახდა.

ლუკა პატარა ასაკიდან ხატავს და მისი ნამუშევრები სხვადასხვა გამოფენებშიც მონაწილეობდა. ახალგაზრდა მხატვრის უნიკალური სტილი განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს კრიტიკოსებისა და მხატვრებისგან.

ლუკას უნიკალურობა და ნიჭირება მხოლოდ მხატვრობით არ შემოიფარგლება. იგი წარმატებული მოსწავლე, პაინისტი და ნიჭიერი კომპოზიტორიცაა. მუსიკის წერა რამოდენიმე წლის წინ დაიწყო და დღეს ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლე, ასევე არაერთი კონკურსის გამარჯვებულია. ამბობს, რომ მუსიკამ კიდევ უფრო მთავარ როლს ასრულებს მის ცხოვრებაში. დღეს ლუკა სხვადასხვა ნაწარმოების ავტორ-შემსრულებელია. წარმატებული პიანისტი კომპოზიტორების კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეცაა. ახლახანს გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე მის მიერ შექმნილმა პიაცოლამ მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და კონკურსის ლაურიანტი ვალერიან შიუკაშვილის რჩეულიც გახდა.

„ორი წელია რაც გადავწვყვიტე მუსიკას უფრო სერიოზულად მივუდგე. ფაქტიურად თვითნასწავლი ვარ და მუსიკას ჩემით ვქმნი და ვუკრავ. ჩემთვის აქ უფრო დიდი სიამოვნებაა და ალბათ მუსიკის გზას გავყვები“. – ამბობს ლუკა გოგიტიძე.

ნიკო ნიკოლაძის სკოლის მოსწავლეს უკვე რამოდენიმე საუნტერესო ნაწარმოები აქვს შექმნილი. სკოლის ჩართულობით იგი „სამოქალაქო ინიციატივების კლუბის“ პროექტის გამარჯვებულიც გახდა. ახალგაზრდა ხელოვანი ამჟამად ახალი პროექტებისთვის ემზადება  და კინომუსიკისთვის ახალ ნაწარმოებებს ქმნის.

 

 

შემთხვევითი სიახლე

პრემიერს ცრუ ბრალდებების არ ეშინია

თბილისი (BPI) – პრემიერს მისი, მისი ოჯახის და მისი გუნდის მიმართ ცრუ ბრალდებების არ ეშინია. …