ucuz paykwik sportwetten paykasa

ლუკა ჩაჩიბაია: GWP სამი წლის განმავლობაში 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს

თბილისი (BPI) – კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ და 2019 წლის გეგმებზე საუბრობს. კომპანიის ოპერაციების მართვის დირექტორის, ლუკა ჩაჩიბაიას განცხადებით, GWP-მ წელს 140 კილომეტრზე მეტი წყლისა და წყალარინების ქსელი გაიყვანა. ქსელის გაყვანა დაიწყო ასევე ისეთ უბნებში, სადაც ისტორულად წყლის მიწოდება აქამდე არ ყოფილა. ჩაჩიბაია განმარტავს, რომ მიმდინარე წელს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში კომპანია 200 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. 200 მილიონ ლარში შედის როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ისე სხვა საინვესტიციო პროექტები.

„ წელს 140 კილომეტრზე მეტი წყლისა და წყალარინების ქსელი განვაახლეთ. კახეთის გზატკეცილის ერთ მხარეს დავიწყეთ გზის მოწესრიგების სამუშაოები და რამდენიმე დღეში დასრულდება. წელს საკმაოდ მასშტაბური პროექტების განვახორციელეთ, მაგალითა, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე მთლიანად გამოვცვალეთ ქსელები. გარდა ამისა სხვა ბევრი პროექტი განვახორციელეთ ქალაქის მასშტაბით ისეთ უბნებში როგორიცაა ვაზისუბანი, ვარკეთილი, გლდანი. ურბანული განვითარებისთვის მოვაწყეთროგორც წყლის, ასევე წყალანირების ქსელები ისეთ ადგილებში, სადაც ისტორიულად წყლის მიწოდება არ ყოფილა. როგორიცაა ბეთანია, კვესეთი, კაკლები. ამ ადგილებში ხდება მთლიანად 35 კილომეტრი სიგრძის ქსელის გაყვანა. კაკლები უკვე დასრულების ეტაპზეა და წლის ბოლოს დასრულდება მთლიანად სამუშაოები. რაც შეეხება ბეთანიასა და კვესეთს, ვიმედოვნებთ, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში მოხდება დასრულება. ამ ეტაპზე სადღაც 4000 კილომეტრიანი ქსელების მეურნეობას ვემსახურებით და ამის 35% უკვე განახლებულია“-აცხადებს ლუკა ჩაჩიბაია.

გარდა იმისა, რომ კომპანიამ წელს 140 კილომეტრიანი ქსელი განაახლა, დასრულდა ისეთი სტრატეგიული პროექტები როგორიცაა გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია და ბოდორნაჰესის მშენებლობა.

როგორც GWP-ს ინვესტიციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გურამ ახვლედიანი განმარტავს, გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციაზე 60 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„ეს არის დედაქალაქის სისტემის განუყოფელი ნაწილი,რომელიც უზრუნველყოფს ჩამდინარე და კომუნალური წყლების გაწმნდასა და ამ გაწმენდილი წყლის უკვე ბუნებაში დაბრუნებას“-აცხადებს ახვლედიანი.

რაც შეეხება ბოდორნაჰესს, მისი თქმით, მშენებლობა ოქტომბრის დასაწყისში დასრულდა, რაზეც 10 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„აშენდა ე.წ მწვანე ჰესი არსებულ ინფრასტრიქტურაზე. ეს არის 2,5 მეგავატი სიმძლავრის ჰესი, რომლის საშუალო გამომუშავება არის 15 მილიონი კილოვატსაათი“-აცხადებს ახვლედიანი.

ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ინვესტიციებს ახორციელებს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, მათ შექმნეს ტრენინგ ცენტრი, სადაც ხდება როგორც საინჟინრო, ისე საოპერაციო მომსახურების სპეციალისტების მომზადება.

bm.ge

შემთხვევითი სიახლე

ანაკლიის კონსორციუმს ბარკალაია შეურთდა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გუნდს გიორგი ბარკალაია შეურთდა თბილისი (BPI)- ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანიის გუნდი იზრდება …