LOT-ის ყველაზე მოთხოვნადი TOP-5 მიმართულება თბილისიდან

თბილისი (BPI) – LOT Polish Airlines-ი თბილისიდან ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს ასახელებს.

როგორც LOT-ის საქართველოს წარმომადგენლობაში LOT Travel LTD-ში განმარტავენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები ვარშავა და პარიზია.

რაც შეეხება ამერიკის მიმართულებით განხორციელებულ რეისებს, ავიაკომპანიის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი თბილისი-ტორონტოს მიმართულებაა. ცხადია თბილისიდან კანადის ქალაქ ტორონტოს მიმართულებით ფრენები ვარშავას გავლით ხორციელდება.

პოლონური ავიაკომპანია LOT-ის რეისებზე, თბილისიდან ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების (პირდაპირი და არაპირდაპირი რეისები) TOP-5:

ვარშავა;

პარიზი;

პრაღა;

ბუდაპეშტი;

ვროცლავი.

შემთხვევითი სიახლე

“თიბისის” 10X10 საახალწლო საჩუქრებს იგებს

თბილისი (BPI) – “თიბისი ბანკმა”  „ერთგული“  ბარათის მომხმარებლებისთვის აქცია – „10=10=10“ დაიწყო. ვინც 7 .11- …