ლონდონის ბირჟაზე “საქართველოს ბანკის” 424 000 აქციით ივაჭრეს

თბილისი (BPI) – “საქართველოს ბანკის” აქციები (BGEO LN), ლონდონის ბირჟაზე გაიაფდა. გასულ კვირას   32.95 – 35.59 გირვანქა სტერლინგად (GBP) ივაჭრებოდა. კვირის ჭრილში კლებაა -6.86% w.w (-2,1%m.m).

G&T-ის ანალიტიკით, კვირის განმავლობაში 424 000-ზე მეტი აქციაა ნავაჭრი (საშუალო დღიური 74  000), კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის GBP 1.280 მლრდ (bloomberg) 1.08% (L/w – GBP 1.362 მლრდ).

ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები GBP 3.34 – 3.45- ივაჭრებოდა, სულ,  28 000-ზე მეტია გაყიდული. კვირის ტრენდი დადებითია, თვის, უარყოფითი ( +2.45%w.w; -3.23% m.m).  კაპიტალიზაცია GBP454 მლნ-ს აღემატება.