ლიცენზირებული “ტაქსისტი” სარეკლამო შემოსავალსაც მიიღებს

თბილისი (BPI) -თბილისის მერმა  ტაქსის მძღოლისთვის დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობაზე განაცხადა.

კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ  ტაქსიზე სარეკლამო სივრცე განთავსდება და რეკლამის დამკვეთის შერჩევა დაკონტრაქტებაში მძღოლის დამოუკიდებლობაში არავინ ჩაერევა.

მერის ინფორმაციით, ავტომობილების ერთიანი დიზაინის პირობები, რაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან  სავალდებულო ხდება,  წელს ნოემბერში გაცხადდება

ამ დროისათვის, ტაქსის 2 000 -ზე მეტი ლიცენზიაა გაცემული. 1 ოქტომბრიდან  ამ სერვისის გამწევი ყველა სუბიექტი ლიცენზირებული უნდა იყოს.

შემთხვევითი სიახლე

ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან – შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროექტი იწყება

თბილისი (BPI) – ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან – შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროექტი იწყება. პროექტის …