ლიკანის საწყობ-მაცივარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

თბილისი (BPI) – ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიკანში, მესხეთის ქ.N 16-ში მდებარე ე.წ. „მაცივარს“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის საცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საწყობ-მაცივარი შეჭრილია ბუნებრივ ტერასაში, დიდი სასახლიდან ბელვედერისაკენ მიმავალი ბილიკის მარჯვენა მხარეს.

კედლები ამოყვანილია საშუალო ზომის რიყისა და ადგილობრივი კლდის ფლეთილი ქვებით და შემტკიცებულია კირხსნარით; თაღოვანი ჭერის მოსაწყობად გამოყენებულია ე. წ. რუსული აგური. იგივე სამშენებლო მასალაა გამოყენებული კარებების ზედა თაღოვანი ნაწილისა და აშიების მოსაწყობად.

საწყობ-მაცივარი ორ იარუსიანია. იარუსები ერთმანეთთან დაკავშირებულია ორ მარშიანი კიბით.

კომპლექსში მთელი წლის მანძილზე ერთნაირი ტემპერატურაა – C 14 .

ამგვარი ტიპის კომპლექსი ცნობილია წინანდალში ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე .

შემთხვევითი სიახლე

„ბადაგონის“ განვითარებაში ჩინური კომპანია $30 მლნ-ს ჩადებს

თბილისი (BPI) – „ბადაგონის“ პარტნიორი ჩინური კომპანია “ბადაგონის” ბრენდის განვითარებაში  30 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას დააბანდებს. …