„ლიბერთი“ Educare Georgia-ს პარტნიორი გახდა

თბილისი (BPI) – „ლიბერთი“ Educare Georgia-ს პარტნიორი გახდა,  ხანის აკადემიის (Khan Academy) პლატფორმის პოპულარიზაციას მხარი რომ დაუჭიროს.

მემორანდუმი Educare Georgia-ს დირექტორმა, გიორგი ჯიბლაძემ და  ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა გააფორმეს.

აკადემია მსოფლიოში  წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც  თემატური ვიდეო გაკვეთილები და პრაქტიკული სავარჯიშოებია. Educare Georgia  პლატფორმის ქართულად  თარგმნაზე ზრუნავს.

„ლიბერთი ბანკის“მხარდაჭერით საპილოტე სასკოლო პროექტიც დაიწყო. ხანის აკადემიას  11 სკოლის მათემატიკის მასწავლებელი უკვე იყენებს.

„ქვეყანაში განათლების დონის ამაღლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მოხარული ვარ, რომ გვეძლევა საშუალება ხელი შევუწყოთ საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განათლების მიღებას. ვფიქრობ, რომ ხანის აკადემიის პლატფორმა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სკოლის მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისთვის.“ – აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.                                       ხანის აკადმიის ქართულენოვანი პლატფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ გვერდზე: https://ka.khanacademy.org/  და YouTube არხზე (Khan Academy Kartuli)

შემთხვევითი სიახლე

თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს კანონში ცვლილებებს არ ეთანხმება

თბილისი (BPI) – თამბაქოს კონტროლი ალიანსი ჯადაცვის კომიტეტის მიერ თამბაქოს კონტროლის კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს …