ლიბერთი ბანკი პენსიონერებისთვის ახალ პროგრამას იწყებს

თბილისი (BPI) – „ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც პენსიის მიმღები მომხმარებლები სამედიცინო სერვისებს სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით მიიღებენ.

განსაკუთრებული პირობებით ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები 2018 წლის ბოლომდე ისარგებლებენ და 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ ჩაიტარონ კვლევები გულის დაავადებების, შინაგანი ორგანოების, სახსრების და სხვა მიმართულებებით.

მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა სატელეფონო ცენტრის საშუალებით ტელეფონის ნომერზე 219 01 90. დაჯავშნილი ვიზიტისას აუცილებელია ლიბერთის სოციალური ბარათისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ადგილზე წარდგენა. ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია თითეული პაკეტის სრულად შეძენის შემთხვევაში. პაკეტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. http://bit.ly/2KHlkKO

„დღეიდან ამ უპრეცედენტო, ერთობლივი პროგრამით სარგებლობა მხოლოდ ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს შეუძლიათ. „ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას მარტივი პირობებით, წინასწარი ჩაწერის საფუძველზე სთავაზობს. პროგრამა 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება და წლის განმავლობაში „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე რეგიონების მაცხოვრებლები“ – განაცხადა ნიუ ჰოსპიტალის დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა.

„სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამის ფარგლებში აქტიურად ვაგრძელებთ პროექტების შემუშავებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვეზრუნა ჩვენი მომხმარებლების ამ სეგმენტზე და აუცილებელი სამედიცინო კვლევები სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით შეგვეთავაზებინა’ – განაცხადა „ლიბერთი“-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

შემთხვევითი სიახლე

საათობრივი პარკირება თბილისში – ავტომფლობელების წლიურმა ხარჯმა შესაძლოა 1400 ლარს გადააჭარბოს

თბილისი (BPI) – 2019 წლის პირველი იანვრიდან თბილისის ცენტრალურ უბნებში პარკირების საათობრივი და ზონალური სისტემა …