ლევან კობერიძე: სამუშაო ადგილების ზრდის მაჩვენებელი ოპტიმისტურია

თბილისი (BPI) – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სამუშაო ადგილების ზრდის მაჩვენებელს ოპტიმისტურს უწოდებს. „საკმაოდ ოპტიმისტური და დადებითი მაჩვენებლებია. ეს ყველაფერი სწორად გათვლილი ეკონომიკური და ფისკალური რეფორმებისა და წინასაარჩევნოდ დაპირებული 4-პუნქტიანი გეგმის თანმიმდევრულია.

დარწმუნებული ვართ, სწრაფად მივაღწევთ შედეგს და იმ საერთო სიკეთეებსა და დოვლათს, რომელიც ქვეყანაში არის დაგროვებული და გროვდება, უფრო მეტი ადამიანი იგრძნობს. სწორედ ინკლუზიური ეკონომიკა – ანუ ეკონომიკა, რომელიც თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს – არის ჩვენი ამოცანა, რის გამოც მცირე და საშუალო ბიზნესს ვაქცევთ მაქსიმალურ ყურადღებას“ – განაცხადა კობერიძემ.

მისი თქმით, რიგი რეფორმები უკვე განხორცილდა. მთავრობა და პარლამენტი მუშაობენ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის სწრაფ დანერგვაზე, რომელიც, სავარუდოდ, შემოდგომიდან ამუშავდება. „ეს პროექტი და ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის ეს მექანიზმი, ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის ძალიან სწრაფ ზრდას, რაც აუცილებლად აისახაება, პირველ რიგში, მოქალაქეების დასაქმებაზე. ეს არის ჩვენი უპირველესი საზრუნავი და მთავარი გამოწვევა“ – აცხადებს დეპუტატი. საქსტატის მონეცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.3%-ით, მათ შორის დაქირავებული სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.7%-ით გაიზარდა.