Lenovo-ს შემოთავაზება – ნოუთბუქი ღილაკების გარეშე

თბილისი (BPI) – Lenovo-მ ნოუთბუქი გამოუშვა, რომელსაც ღილაკები არ აქვს.

ნოვაციას ჩინური კომპანია Lenovo საერთაშორისო გამოფენა IFA 2016-ზე წარმოადგენს. YogaBook-ის „სიდიადე“ მდგომარეობს იმაში, რომ ნოუთბუქს არ გააჩნია ღილაკები. თუკი დღეს არსებული ნოუთბუქის კლავიატურაზე შესაბამისი ღილაკებია განთავსებული, YogaBook-ზე ეს ღილაკები აღარაა.

ნოუთბუქთან ურთიერთობა ვირტუალური ღილაკებით – Halo Keyboard – შეიძლება. ნიუთბუქთან ურთიერთობა შესაძლებელია ასევე სტილუსით.