ლაშა პაპაშვილი: “კორპორატიულ კლიენტებს მიხედონ”

თბილისი (BPI) – დეველოპერი ლაშა პაპაშვილი (წარმატებული ბანკირის გამოცდილებით) იპოთეკურ  დაკრედიტებაზე ახალ დებულებაში დაშვებულ გამონაკლისზე აღნიშნავს -” ნებისმიერი მცირედი ნაბიჯიც უკვე შეღავათია”.  ამასთან დასძენს, რომ მის ბიზნესინტერესებში ნაკლებადაა, რადგან მისი კომპანიის საოპერაციო ბაზარი საცალო არ არის.

პაპაშვილი  მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, რეგულაციების მიზანშეწონილობას უფრო იპოთეკაში ხედავს ვიდრე სამომხმარებლოზე. “ეს მიმართულება ყველგან რეგულირებადია, ქვეყნის განვითარების კოეფიციენტთან შესაბამისობით,”- ის ბაზრის ტურბულენტობაზე ამახვილებს ყურადღებას. მაგალითად ზექვეყნებს იხმობს. მაგ. ლონდონში, უწინ იპოთეკის ფასი თუ 95% იყო, ახლა 60%-ია.

როგორც იცით, ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალ დებულებაძი შეტანილი ახალი ცვლილებით,  მსესხებელს, 50-60% თანამონაწილეობისას შემოსავლების დადასტურებას აღარ მოსთხოვენ.

ლაშა პაპაშვილი რეგულაციების მთლიანად  საცალო სეგმენტზე კონცენტრაციის  თაობაზეც აცხადებს და კორპორატიულზე ყურადღების გამახვილების საჭიროებაზე.

 

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI P20 Pro  –  რევოლუცია მობილურ ფოტოგრაფიაში

თბილისი (BPI) – დავინახოთ სამყარო მკაფიო ფერებით – ფაქტობრივად ეს არის მობილურების მწარმოებელი კომპანიების მამოძრავებელი …