ლარის სესხების გაძვირებას ბაზარზე ლარის რესურსის გაძვირებით ხსნიან

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორის ახალი წევრები ლარის სესხების გაძვირებას ბაზარზე ლარის რესურსის გაძვირებით ხსნიან, თუმცა მიაჩნიათ, რომ ტრენდი სისტემური ბანკების ფორმირებულია.

„მიკროსაფინანსოდან მოყოლებული სწრაფი სესხი არც ერთი თეთრით არ გაგვიძვირებია, განაკვეთი დღესაც ყველაზე დაბალია ბაზარზე“, – განაცხადა „კრედოს“ მენეჯერმა ზაზა ტყეშელაშვილმა.

სწრაფ სესხზე, კრედოს წლიური ეფექტური განაკვეთი 55.65%-ია.

ანალოგიური პროდუქტს თიბისი და საქართველოს ბანკი. მომხმარებელს 59-60% -ად სთავაზობს.

„კრედო“ დაკრედიტების ბაზარზე 553  მლნ ლარის პორტფელით არის წარმოდგენილი, 2.4% ხვ წილით.