ლარი ლირასთანაც მყარდება

თბილისი (BPI) – I კვარტალში (2018) აშშ დოლართან  ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 4.2%-ით გამყარდა (Q.Q),  ევროსთან 0.04%- ით (Q.Q).

  • რუსულ რუბლთან 1.6%-ით(Q.Q).
  • თურქულ ლირასთან, 4.5%-ით (Q.Q).

ამავე პერიოდში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად (Q.Q) 2.4%-ით გამყარდა, წლიურად (Y.Y), 0.7%-ით გაუფასურდა (რეალური კურსი: +2.6%: -1.9%).

2017 წლის I კვარტალში ლარი საპირისპირო პოზიციაში იყო,   დოლართან 4.3%-ით, ევროსთან 3%-ით გაუფასურებული (Q.Q).

  • თურქულ ლირასთან 7.3%-ით გამყარდა
  • რუბლთან ლარის პოზიცია სებ-ს შარშანდელ მპ ანგარიშში არ დაუფიქსირებია.