ლარი დოლართან ისევ გაუფასურდა

თბილისი (BPI) – 21 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.7060 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6890 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.7 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1766 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1717 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.49 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6841 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.5827 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 ნოემბერიდან  შევა ძალაში.