ლარი გამყარების ტრენდით – იანვარში ეროვნული ვალუტა 3,7%-ით “დაწინაურდა”

თბილისი (BPI)  –  ლარი (₾) იანვარში 3,7%-ით გამყარდა. ოფიციალური გაცვლითი კურსით აშშ დოლარის (US $) ექვივალენტი ₾2.4962-ია.

სებ-ის „თვის მიმოხილვის“ თანახამად, ადგილობრივი ვალუტა დეკემბერშიც გამყარდა, 4.8%-ით (2.7225-დან 2.5922-მდე). ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.2%-ით, ნომინალური ეფექტური, 1.9%-ით გამყარდა.

ლარის მზარდი ტრენდი ბაზრის მონაწილეებს სტაბილურობის განცდას მაინც არ აძლევს. მოლოდინებზე არაერთგვაროვნად მოქმედებს. ბაზრისთვის მოულოდნელი იყო მონეტარული მოპოლიტიკის განაკვეთის შენარჩუნებაც. ანალიტიკოსების თქმით, სახელმწიფო ობლიგაციებით მოვაჭრეები ზრდის მოლოდით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებში უფროს მეტ სარგებელს ითხოვდნენ.

სტანდარტულად, საბაზრო განაკვეთებზე, მათ შორის სახაზინო ობლიგაციების, სასესხო თუ ანაბრის პროცენტის ფორმირებაზე  რამდენიმე საბაზისო ფაქტორი მოქმედებს, მათ  შორის ინფლაციური მოლოდინები  და  ქვეყანაში გაზრდილი რისკები.