ლანჩუთში რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა დაიწყება

თბილისი (BPI) – ლანჩუთში რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა იგეგმება.

გურიის მხარის გუბერნატორის მოადგილე გიორგი თურმანიძე, „საქართველოს რკინიგზას“ ინფრასტრუქტურის დირექტორი ვასილ ხორავა და დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს უფროსი მამუკა ვაშაკიძე ლანჩხუთში იმყოფებოდნენ. მათ, მერის მოადგილე გიორგი ფაცურიასთან ერთად, ის სარკინიგზო გადასასვლელები და ხიდები დაათვალიერეს, რომლებიც წვიმის დროს წყალს ვერ ატარებს და მოსახლეობა იტბორება.

შეთანხმების თანახმად, სანიაღვრე არხებისა და მიმდებარე ტერიტორიის ამოწმენდა უახლოეს დღეებში დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ბათუმი სამშენებლო მასალებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა BATUMI BUILD 2018-ს უმასპინძლებს

თბილისი (BPI) – ბათუმი სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიების და უძრავი ქონების მე-8 საერთაშორისო გამოფენა BATUMI BUILD …