ucuz paykwik sportwetten paykasa

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

თბილისი (BPI) – ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა.

ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს.

უკვე გამოვლინდა საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გერმანულ-ჰოლანდიური კომპანია CITYFORESTER, რომელიც ბილიკის პროექტს მოამზადებს. კომპანია ევროპის წამყვან ქვეყნებში არქიტექტურა/ურბანიზმის მიმართულებით მუშაობს.

CITYFORESTER-ის გარდა, ბილიკის საპროექტო სამუშაოების მომზადების პროცესში ორი უცხოური კომპანია: OPENFABRIC და IMAGINE STRUCTURE ჩაერთვება. სატენდერო პირობების მიხედვით, პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ორგანიზაციებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტებზე და ინტელექტუალურ დიზაინზე მუშაობის მიმართულებით. შეხვედრაზე, ბილიკის დაგეგმარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. პროექტის მომზადება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

„კახეთი ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა ეკოტურიზმის განვითარების კუთხით. შესაბამისად, ჩვენ გვინდა მოვაწყოთ ხის კენწეროების ბილიკი. ეს არის ნოვაცია საქართველოში, მსგავსი პროექტი აქამდე არ განხორციელებულა. ვიზიტორები ბილიკის დათავლიერებისას, შეძლებენ გაეცნონ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას“- განაცხადა დაცული ტერიტორიიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვალერიან მჭედლიძემ

შემთხვევითი სიახლე

ანაკლიის კონსორციუმს ბარკალაია შეურთდა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გუნდს გიორგი ბარკალაია შეურთდა თბილისი (BPI)- ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანიის გუნდი იზრდება …