კვლევა: შობა-ახალ წელს ყველაზე სასურველი საჩუქარია iPhone

თბილისი (BPI) – აშშ-ში, თინეიჯერებისათვის, შობა-ახალ წელს ყველაზე სასურველი საჩუქარი არის iPhone, – ნათქვამია Piper Jaffray-ს კვლევაში.

Piper Jaffray-ს მიერ შედგენილი რეიტინგით, სასურველ საჩუქართა რეიტინგში მეორე ადგილზეა Apple Watch-ი, მესამეზე – MacBook-ი, ხოლო მეოთხეზე – Airpods.

რეიტინგში შემდეგ მოდის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შემდეგი ბრენდების: Gucci, Vans, Adidas და Lululemon-ი. ასევე NBA 2k19-ის ვიდეოთამაშები.

უნდა აღინიშნოს, რომ სასურველ საჩუქართა რეიტინგში წელს პირველად დაფიქსირდა კრიპტო ვალუტა Bitcoin-ი და ვირტუალური ვალუტა V-Bucks-იFortnite-ს ვიდეოთამაშებისათვის.

შემთხვევითი სიახლე

რკინიგზის 20 თანამშრომელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცა

თბილისი (BPI) – „საქართველოს რკინიგზის“ 20 თანამშრომელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საერთაშორისო სერტიფიკატები  გადაეცათ. საქართველოს „შრომის …