ქართული კომპანიები ირანულ პროექტებს უბრუნდებიან

კვირიკაშვილი ირანის პრეზიდენტს სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ესაუბრა

თბილისი (BPI) – საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ირანის პრეზიდენტმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქართული მხარის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა პრემიერ-მინისტრსა და ირანის პრეზიდენტს შორის. გიორგი კვირიკაშვილმა და ჰასან რუჰანიმ ისაუბრეს ქართველი და ირანელი ხალხის მჭიდრო კულტურულ ურთიერთობებზე. გამოითქვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქართული მხარე გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაში გამოიხატება.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ირანს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და იმ უდიდეს პოტენციალს, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტს მიულოცა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქციების მოხსნა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ყურადღება გაამახვილეს რეგიონის განვითარებისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.

შემთხვევითი სიახლე

მინისტრი სახელმწიფო საწარმოების გასხვისების ინიციატივით გამოდის

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მან ქართული ეკონომიკის დიაგნოსტიკა ჩაატარა  და  აღმოაჩინა მთავარი ნაკლოვანება …