Kuwait Airways-მა ელ ქუვეითი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო

თბილისი (BPI) – ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანიამ Kuwait Airways ელ ქუვეითი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა განახორციელა.

ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარაკსევს, A320 ტიპის საჰეაერო ხომალდებით განახორციელებს.

2017 წლიდან ელ ქუვეითი-თბილისის მიმართულებით ფრენებს Wataniya Airways ასრულებს. აღნიშნული მიმართულებით რეისების განხორციელებას კიდევ ერთი ქუვეითური ავიაკომპანია Jazeera Airways 13 ივნისიდან დაიწყებს.

Kuwait Airways ევროპის, აზიისა და ამერიკის 34 სხვადასხვა მიმართულებით ფრენებს 1953 წლიდან ასრულებს.

შემთხვევითი სიახლე

თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს კანონში ცვლილებებს არ ეთანხმება

თბილისი (BPI) – თამბაქოს კონტროლი ალიანსი ჯადაცვის კომიტეტის მიერ თამბაქოს კონტროლის კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს …