კონკურენციის სააგენტომ ავიაგადაზიდვების ბაზარზე კონკურენციის შემზღუდავი ფაქტები ვერ აღმოაჩინა

თბილისი (BPI) – კონკურენციის სააგენტომ ავიაგადაზიდვების ბაზარზე კონკურენციის შემზღუდავი ფაქტები ვერ აღმოაჩინა.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ავიაგადაყვანებზე კარტერული გარიგებების და უპირატესი კონკურენციის შემზუღდავი ფაქტები არ ფიქსირდება და ამავდროულად არ არსებობს ტექნიკური ბარიერები, არ იზღუდება ბაზარზე ახალი ლიცენზიანტის შესვლა.

მარტივად რომ ვთქვათ, კონკურენციის სააგენტოს შეფასებით ავიაგადაყვაბის ბაზარი ერთ-ერთi ყველაზე განვითარებადი და კონკურენტუნარიანია, ეს მოცემულობა კი რამდენიმე მახასიათებლით დასტურდება – ავიაოპერატორების და მგზავრთანაკადის ზრდა, სერვისის გაუმჯობესება და არჩევანის მრავალფეროვნება.

ამავდროულად არც აეროპორტების მმართველი თურქული კომპანიის მხრიდან დასტურდება თურქული კომპანიების ლობიზმის ნიშნები, კერძოდ, ტარიფი-  აეროპორტის მოსაკრებელი ყველა მოთამაშისთვის თბილსში, ქუთაისსა თუ ბათუმში თანაბარია.

 

შემთხვევითი სიახლე

ბაზარს საცალო დაკრედიტების გაჯანსაღების არ სჯერა

თბილისი (BPI) – საცალო დაკრედიტების “გაჯანსაღებით”, ეკონომიკის 3%-იან ვარდნაზე,  საბანკო და მისი თანამოაზრე 10  ასოციაციის …