კონკურენციაში Google-თან – 16 წლის გიორგი ჩახნაშვილის შექმნილი ხელოვნური ინტელექტი

თბილისი (BPI) – Google-ს კონკურენტი გამოუჩნდა.  Digital Mind, იგივე ხელოვნური ინტელექტი – ქართველი გენიოსის, 16 წლის გიორგი ჩახნაშვილის მიერ შექმნილი პროდუქტია.

ხელოვნური ინტელექტი ზეპირად და წერილობით გპასუხობთ კითხვებზე მარკეტინგის, მენეჯმენტის და ტურიზმის საკითხებზე. მათ შორის, მაღალი დონის განათლების მიღების შესაძლებლობას განსაკუთრებული საჭიროების მქონე უსინათლო ადამიანებსაც აძლევს.

ხელოვნურმა ინტელექტმა მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სასწავლო მასალებიც იცის, რაც სტუდენტებს სწრაფ და ხარისხიან სწავლაში დაეხმარება.

გიორგი ჩახნაშვილმა პროგრამა 6 თვეში შექმნა და ის  სამი მიმართულების 4000-მდე წიგნს აერთიანებს. სექტემბრამდე კი ახალგაზრდა ინოვატორი ხელოვნური ინტელექტისთვის 5-ზე მეტი სპეციალობის სწავლებას გეგმავს.

პროგრამის ქართული მზა ვერსია უკვე არსებობს და ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 1 სექტემბრიდან ჩაეშვება.  თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გიორგის შექმნილი ხელოვნური ინტელექტის დანერგვით მსოფლიოს ბევრი ქვეყანა დაინტერესდა და მისი დანერგვა ევროპულ ქვეყნებშიც მალე დაიწყება, სრულყოფილი ვერსია ინგლისურ ენაზეა შექმნილი.

სწორედ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს მიუძღვის დიდი წვლილი გიორგის პროდუქტის შექმნაში, უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა გიორგის სრული ტექნიკური და საკონსულტაციო მხარდაჭერა გაუწია.

შემთხვევითი სიახლე

ბაზარს საცალო დაკრედიტების გაჯანსაღების არ სჯერა

თბილისი (BPI) – საცალო დაკრედიტების “გაჯანსაღებით”, ეკონომიკის 3%-იან ვარდნაზე,  საბანკო და მისი თანამოაზრე 10  ასოციაციის …