კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ ჭუბერში საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ სტიქიით დაზარალებულ სოფელ ჭუბერში საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

დღეს, 7 ივლისს კომპანიის ხელმძღვანელობამ ადგილზე საგანგებო შტაბის წევრებთან შეხვედრა გამართა. კომპანია გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და სტიქიის შედეგად ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანის შეფასებაზე მუშაობს.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ. ჩვენი კომპანიის სუბკონტრაქტორმა – „ქართულმა სამშენებლო კონსორციუმმა“ მძიმე ტექნიკის მობილიზება მოახდინა. ამასთანავე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით შევიძინეთ პირველადი საჭიროების პროდუქტები და მედიკამენტები, რომლებიც სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გადაეცემათ“, – განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად2015 წელს შეიქმნამის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტშიმდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანიჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენსნენსკრას ჰიდროელექტროსადგურირომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატიასაქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდისგამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანადადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.  www.nenskrahydro.ge

შემთხვევითი სიახლე

საქართველომ იანვარ-აპრილში უცხოური ტურიზმიდან $800 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო

თბილისი (BPI) – საქართველომ 2018 წლის იანვარი-აპრილის მდგომარეობით უცხოური ტურიზმიდან 799 მილიონ დოლარის (ზრდა +28.4%) …