კობახიძის მეუღლე თსუ-სა და შსს აკადემიაში საქმიანობით 42 000-ს შოულობს

თბილისი (BPI) – პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ხარჯი შვილების განათლება-აღზრდისთვის 12 000 ლარს აღემატება.  აქედან 10 000 ლარი  უფროსი ვაჟის, ₾ 2 250 უმცროსის დაფინანსებისთვის.

კობახიძის დეკლარაციის თანახმად, 80 865 ლარის წლიური შემოსავალი (2017) პარლამენტის თავჯდომარეობიდან აქვს  მიღებული. ის თსუ-ს ასოცირებული პროფესორია და შემოსავალი  17 400 ლარს შეადგენს.

მის ასისტენტ  პროფესორ მეუღლეს  11 712 ლარის შემოსავალი უფიქსირდება.  ნატალია მოწოლენიძე შსს აკადემიაშიც არის დასაქმებული, ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად  და 30 372  ლარი აქვს მიღებული.

ოჯახს USD 70 000 -მდე დანაზოგი აქვს თიბისიბანშის აქედან USD 65 353 პარლამენტის თავმჯდომარის  ანგარიშზე და ₾6000 მეუღლის.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …