კიბერშეტევამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში დაცული ბაზები დააზიანა

თბილისი (BPI) – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული 2 მაისს სააგენტოს სერვერზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. კომპიუტერულმა ვირუსმა ზიანი მიაყენა სააგენტოში დაცულ მონაცემთა ბაზებს, პროგრამებს და ელექტრონულ მისამართებს.

თავდასხმის შედეგად შექმნილი პრობლემის გამოსასწორებლად, სააგენტოსთან ერთად ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.

„ავიაკომპანიებისა და საავიაციო საწარმოებისთვის, ოპერატორებისთვის და ავიასპეციალისტებისთვის ამჟამად მუშაობს შემდეგი ელ. მისამართები: safety@gcaa.ge; flightstandards@gcaa.ge; air@gcaa.ge; cds@gcaa.ge; office@gcaa.ge; საერთაშორისო საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნკაციო ქსელების და სხვა ალტერნატიული საშუალებებით სააგენტომ უკვე უზრუნველყო ყველა საჭირო ადრესატის ინფორმირება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მუშაობას აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში. საავიაციო საწარმოებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის მომსახურების გაწევა გრძელდება შეფერხების გარეშე”, აღნიშნულია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

ნინო ჩიქოვანი DCFTA-ის საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს

თბილისი (BPI) – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი DCFTA-ის საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს. ნინო ჩიქოვანის თავმჯდომარედ …