ხვალიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და დახურულ სივრცეში სიგარეტის მოწევა იკრძალება

თბილისი (BPI) – საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონი ძალაში შედის. 2017 წელს მიღებული კანონი ხვალიდან ამოქმედდება და საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებსა და ტრანსპორტში სიგარეტის მოწევა დაუშვებელი იქნება.

რეგულაციის ამოქმედებისათვის ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოეზე, ასევე არსებულ გამოწვევებზე ჯანდაცვის კომიტეტში ისაუბრეს. კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ 1 მაისი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი დღე იქნება. ამავდროულად აღნიშნავს, რომ ყველაზე კრიტიკული პირველი 3-4 თვე იქნება.

“ჩვენი მწეველი მოქალაქეები სოლიდარულები უნდა იყვნენ არამწეველი მოქალაქეებისადმი. ამ რეგულაციების შემოღებით იცვლება სოციალური ნორმა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ სოციალური დაძაბულობის გარეშე მოხდეს ეს და მივიტანოთ იმ პერიოდამდე, როცა ყველა მოქალაქე, მათ შორის მწეველებიც, შეიგრძნობენ ამ კანონის სიკეთეს და თვითონვე მოახდენენ კანონის ამ ნორმების დაცვას ისევე, როგორც ეს მოხდა უსაფრთხოების ღვედის შემთხვევაში“, – განაცხადა ზოიძემ.

აკაკი ზოიძე რეგილაციის ამოქმედების მოსალოდნელ შედეგზე საუბრობს და მისი გათვლებით, ახალი რეგულაცია 15 წლის განმავლობაში ნაადრევი სიკვდილისგან დაიცავს 53 ათას ადამიანს, დაიზოგება 3,6 მლრდ ლარი და გარემოზე მავნე ზემოქმედება საგრძნობლად შემცირდება.

შემთხვევითი სიახლე

სამტრედიის, ვანისა და ბაღდათის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის კვლევას გერმანელები მოამზადებენ

თბილისი (BPI) – სამტრედიის, ვანისა და ბაღდათის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკურ …