ხორვატიის ნაკრებისთვის ფორმებს ქართული კომპანია კერავს

თბილისი (BPI) – სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი, „აჭარა ტექსტილე“ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის გამორჩეული, კერძოდ ხორვატიის ნაკრებისთვის ფორმებს კერავს.

ქართული ექსპორტიორი კომპანია „აჭარა ტექსტილე“ 2008 წლიდან საქმიანობს და წლების განმავლობაში თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას, ბათუმში და ქობულეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ბობოყვათში არსებულ ორ სამკერვალო ქარხანაში დასაქმებული ჰყავს 2 500 საქართველოს მოქალაქე.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანიამ მარტიდან ასორტიმენტის გაფართოება და ფოთში ახალი საწარმოს აშენება შეძლო, რომლის ფარგლებშიც დამატებით 3 000 ადამიანი დაასაქმა.

აღსანიშნავია, რომ ახალი საწარმოს ამოქმედების შედეგად, კომპანია თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა New Balance და Under Armour. ამჟამად კომპანია, წლიურად 10 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.

“აჭარა ტექსტილი“ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. ამასთანავე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოს ასაშენებლად კომპანიას ქალაქ ფოთში მდებარე 40 777 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები გადაეცა. ფოთის პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 40 მლნ ლარს შეადგენს. ზემოთ ხსენებული სამივე პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 80 მლნ ლარია.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ავიაბაზარზე Air France შემოდის

თბილისი (BPI) – 2019 წლის აპრილიდან თბილისის მიმართულებით პარიზიდან ფრენების შესრულებას საფრანგეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air …