ხელჩართული ჩხუბი თვითმფრინავში – Ryanair-მა საფრანგეთის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა

თბილისი (BPI) – ბორტზე მგზავრების ხელჩართული ჩხუბის გამო ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავმა, რომელიც ასრულებდა რეისს დუბლინი-იბიცა საგანგებო დაშვება პარიზში განახორციელა.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ჩხუბში სულ 20-მდე მგზავრო მონაწილეობდა და ეკიპაჟმა საგანგებო დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩხუბის ინიციატორი სამი მგზავრი  პარიზის აეროპორტში ბორტიდან ჩაიყვანეს. როგორც Ryanair-ის წარმომადგენლები აცხადებენ, მგზავრებმა თვითმფრინავის აფრენამდე დაიწყეს ალკოჰოლური სასმელების მიღება, რომელიც მათ Duty Free-ში შეიძინეს. საბოლოოდ ეს ყველაფერი ბორტზე ჩხუბში გადაიზარდა. ამ ფონზე Ryanair-ი აეროპორტში ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის აკრძალვას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური ინციდენტი რამდენიმე დღის წინ ავიაკომპანია Jet2-ის ბორტზეც მოხდა.

შემთხვევითი სიახლე

ბანკების პორტფელის ზრდა 15%-ს აღემატება /რეიტინგი/

თბილისი (BPI) –  საბანკო სექტორის დაკრედიტება შენელდა.  წლის დასაწყისიდან 1.1%-იანი ზრდაა. საშუალო ვადიან პერიოდში კი, 2018 წლის  ივლისიდან, …