ხარაგაულში საკალმახე მეურნეობა წლიურად 30 ტონა თევზს აწარმოებს

თბილისი (BPI) – ხარაგაულში თანამედროვე სტანდარტების საკალმახე მეურნეობა წლიურად 30 ტონა თევზს აწარმოებს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე.

კომპანია “ლომის მთა“ „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

საწარმო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 250 000 დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 135 000 დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 115 000 დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.

2013 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 845 -ზე მეტი მოქმედი და 170 ახალი საწარმო. იმერეთის რეგიონში შექმნილია 10 ახალი საწარმო და გაფართოვდა 77 საწარმო.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

შემთხვევითი სიახლე

ბაზარს საცალო დაკრედიტების გაჯანსაღების არ სჯერა

თბილისი (BPI) – საცალო დაკრედიტების “გაჯანსაღებით”, ეკონომიკის 3%-იან ვარდნაზე,  საბანკო და მისი თანამოაზრე 10  ასოციაციის …