თბილისი (BPI) – ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა KFC-მა კოსმოსში ქათმის სენდვიჩი – Zinger-ი გაუშვა.
„ქათმის სენდვიჩი – Zinger-ი უკვე კოსმოსშია. ახლა ჩვენ შეგვიძლია მოვდუნდეთ და ამაზე პასუხები ვიხილოთ“, – ნათქვამია KFC-ის განცხადებაში.
სენდვიჩი კოსმოსში საჰაერო ბურთების სისტემა Stratollite-ის საშუალებით ავიდა, რომელიც კომპანია KFC-ის რეკლამის ნაწილია. სენდვიჩი 22,9 კმ სიმაღლეზე უნდა ავიდეს და იქ 4 დღე დაჰყოს.
„ეს იქნება ყველაზე ხანგრძლივი კონტროლირებული ფრენა, კომერციულად მომგებიანი ტვირთის“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.