Dollar notes and gold rings over tablecloth, studio recreation

კეთილსინდისიერმა ბანკებმა არაკეთილსინდისიერების ქონება მიისაკუთრეს /რეიტინგი/

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორს მსესხებლების 211 მლნ ლარის ქონება აქვს მისაკუთრებული. სებ-ის ახალი მიმოხილვის (https://www.nbg.gov.ge/) თანახმად,  წინა წლის 1მარტის  მდგომარეობით 157 მლნ იყო.

ბანკების რეიტინგი მისაკუთრებული ქონების მიხედვით (Q1/2018)

 

 ₾ მლნ
საქართველოს ბანკი 103
თიბისი ბანკი  58
ბანკი ქართუ  38
ლიბერთი  ბანკი 99

წყარო: კომერციული ბანკები (სებ*-ის მონაცემები 1 თვით ნაკლებ პერიოდს ასახავს)

სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების მიკუთრებამდე, ის უიმედო ვალების პორტფელში ხვდება, რისთვისაც ბანკს ზედამხედველი 100%-ს არეზერვებინებს. ბანკს შეუძლია უიმედო ვალების ჩამოწერა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მსესხებელს აღარ მოეთხოვება.

მარტის მდგომარეობით, ბანკებს 29 მლნ-ის სესხები აქვს ჩამოწერილი და გაპრობლემებული  ₾8 მლნ- ის ამოღებული.

 

შემთხვევითი სიახლე

ბაზარს საცალო დაკრედიტების გაჯანსაღების არ სჯერა

თბილისი (BPI) – საცალო დაკრედიტების “გაჯანსაღებით”, ეკონომიკის 3%-იან ვარდნაზე,  საბანკო და მისი თანამოაზრე 10  ასოციაციის …