KAR.GE და ქარვასლა წინასაახალწლოდ “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017”-ს აწყობენ

თბილისი (BPI) – თბილისში  “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017” გაიმართება.

წინასაახალწლო ფესტივალს მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლაუკვე მეოთხედ აწყობენ. მიზანი საქართველოში 2017 წელს შექმნილი ახალი ნაწარმის პოპულარიზება და გაყიდვების წახალისებაა.

გამოფენა ოფიციალურად 22 დეკემბერს 11:00 საათზე გაიხსნება. დასწრება თავისუფალია ნებისმიერი სტუმრისათვის. ღონისძიების მიმდინარეობის დროებია 10:00-18:00.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.

ქარვასლაში, ც. დადიანის #7-ში, სადღესასწაულო გარემოში საკვებ და არასაკვებ ნაწარმს წარმოადგენენ ადგილობრივი მწარმოებლები: გამა, გემუანი, გურიელი, გრეიფი, დიზაინ ემ ჯორჯია, ვიპკო, კამპა, კახური ზეთი “სიღნაღი”, მარშე, ნიკორა, სან სოლუშენ, სტარტი, ქართული ზეთი “ქარვა”, ქართული ყავა “ჩერი”, ქართული პრემიუმი, შენი მწვანე სათამაშო, ჩიპსი და ბურბუშელა “ჩიპა”, ჩირი ქენდი და ჯააძის თაფლი.

ფესტივალზე შესაძლებელია პროდუქციის შეძენაც. მოეწყობა დეგუსტაციები, იქნება უამრავი გათამაშება და ოჯახის ყველა წევრისთვის საინტერესო სხვა აქტივობები. ფესტივალი 23 დეკემბერს დაიხურება.