KAOLA.COM-ზე ქართული “გეფერინის” პროდუქცია გაიყიდება

თბილისი (BPI) – ქართული კომპანიის „გეფერინი“ პროდუქცია KAOLA.COM-ზე (მხოლოდ იმპორტირებული პროდუქციისთვის) გაიყიდება.

კომპანია საიტზე ჩანთებს, სადულებს, ფეხსაცმელსა და მის მიერ წარმოებულ პროდუქციას გაყიდის. “გეფერინი” მაღაზიის გახსნაზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს. მოლაპარაკების წარმატებულად დასრულების შემთხვევაში მაღაზია გაიხსნება შონგშენის პროვინციაში.

შეთანხმებას კომპანიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით, ჩინეთში, ქალაქ შანხაიში უმსხვილესი საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე (China International Import Expo – CIIE) მიაღწია.

“გეფერინის” პროდუქცია კიდევ ერთ საიტზე განთავსდება. როგორც სააგენტო “აწარმოე საქართველოში” განმარტავენ, “გეფერინის” პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა იყო და KAOLA.COM კარგი პლატფორმაა პროდუქციის გასაყიდად.

სააგენტოში განმარტავენ, რომ 10 ქსელური მაღაზია დაინტერესდა “გეფერინის” პროდუქციით თავიანთ სავაჭრო ქსელში განთავსებით. უკვე მოაწერეს ხელი 10 000 ცალი სხვადასხვა ტიპის საქონლის გაყიდვის ხელშეკრულებას.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობა კომპანიამ საააგენტო “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით მიიღო.

შემთხვევითი სიახლე

პრემიერს ცრუ ბრალდებების არ ეშინია

თბილისი (BPI) – პრემიერს მისი, მისი ოჯახის და მისი გუნდის მიმართ ცრუ ბრალდებების არ ეშინია. …