ucuz paykwik sportwetten paykasa

კანაფი კოკა-კოლასაც აფიქრებს

თბილისი (BPI) – “კოკა-კოლა” მარიხუანას  გამოყენებაზე ფიქრობს. სასმელში კანაფის შემცველის ინგრედიენტად დამატებაზე, “ბლუმბერის” ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.  მოქმედი ნივთიერებაა არასტეროიდი – მოკანაბიდიოლი (CBD), სტრესის მოხსნის უნარით. თუმცა თრობა/გაბრუებას არ იწვევს. სამედიცინო მარიხუანა სწორედ კანაბიდიოლია.

“კოკა კოლა”  მარიხუანის მწარმოებელ კანადურ კორპორაციასთან  “ავრორა” (საბაზრო ღირებულება: $6.7 მლრდ), რომელიც თავადაც დაინტერესებულია უალკოჰოლო სასმელების ბაზრით.

Bloomberg-ის ცნობით, კანაფი მწარმოებლებისთვის ერთგვარი გამოსავალია, გაყიდვების შემცირების ბოლოდროინდელი ტენდენციის საპასუხოდ.

“კოკა-კოლა”  დივერსიფიცირებაზე მუდმივად ზრუნავს , პროდუქციას ამრავალფეროვნებს და  კანაფიც ახალი სასმელისთვის სჭირდება.

“კოკა-კოლას” პრესსპიკერის  კენტ ლანდერსის თქმით, კომპანია  კანაბიდიოლის „კულტივაციაზე“ მსოფლიო ტრენდს აკვირდება, თუმცა გამოყენება ჯერ არ გადაუწყვეტია.

შემთხვევითი სიახლე

მიმოქცევაში ლარი გაიზარდა

თბილისი (BPI) – მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის მოცულობა 142 მლნ-ით გაიზარდა (+8%Y.Y), 3.565 მლნ-მდე. სებ-ის სტატისტიკით …