კახეთში 230 000 ტონა ხორბლის მოსავალს ელიან

თბილისი (BPI) -კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის, მათ შორის, ხორბლის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია.

რეგიონში 67 ათას ჰექტრამდე ნათეს ფართობზე, წინასწარი მონაცემებით, 230 ათას ტონა ხორბალს ელიან. 19 ათას ჰექტარზეა დათესილი ქერი, რომლის საპროგნოზო მოსავალი 58 ათასი ტონას შეადგენს.

მოსავლის შეუფერხებლად აღების პროცესში აქტიურად არის ჩართული შპს “მექანიზატორის“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. კახეთის რეგიონში მობილიზებულია 103 ერთეული მარცვლეულის ამღები კომბაინი, აქედან, დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 49, გურჯაანის სერვისცენტრში – 54 ერთეული.

მოსავლის აღების პროცესში ჩართულია ბელარუსული წარმოების 30 ერთეული ახალი კომბაინიც, რომლებიც შპს „მექანიზატორმა“ 2018 წელს შეიძინა.

„მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საჰექტრო მოსავლიანობა კარგია. ყველა შესაბამისი სამსახური აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მოსავლის აღება და დაბინავება შეუფერხებლად მოხდეს. სწორედ ამიტომ, შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტს დაემატა ორი ახალი ქვეკომპონენტი: შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის და შეღავათიანი აგროლიზინგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის. დიდია ფერმერების ინტერესი ტექნიკის შეძენაზე და, ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში მარცვლოვანი კულტურების სექტორის განვითარებას, შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის კუთხით, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ“, – განაცხადა გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

დღეის მდგომარეობით, კახეთში შპს „მექანიზატორს“ უკვე აღებული აქვს 11 ათას ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავალი.

შემთხვევითი სიახლე

მაკა ასათიანი სამართლებრივი დავის დაწყებაზე აცხადებს

თბილისი (BPI) – მაკა ასათიანის და Mercedes Benz-ის ოფიციალური წარმომადგენლობის სარჩელი TIG -ის წინააღმდეგ,  საქალაქო სასამართლომ …