ჯივიპიმ რამიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა

თბილისი (BPI) – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა. ვაკის რაიონში, რამიშვილის ქუჩაზე წყალსადენის და წყალარინების 1 კმ სიგრძის ქსელი სრულად შეიცვალა. წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობის მიზნით ახალ ქსელზე თანამედროვე ინფრასტრუქტურული ელემენტები – ჩამკეტი ურდულები და წნევის რეგულატორები დამონტაჟდა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა აღნიშნულ პროექტში 370 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
რამიშვილის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია 13 ივლისს განახორციელებს, რისთვისაც რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებშია დაგეგმილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 13 ივლისს, საღამოს 21:00 საათიდან 14 ივლისის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, აბაშიძის ქუჩების ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

შემთხვევითი სიახლე

გურჯაანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

თბილისი (BPI) – გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში კომპანია „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. საწარმო …