“ჯიპიაის” ქალთა გაძლიერებისთვის განხორციელებული CSR პროექტისთვის, ვენის სადაზღვევო ჯგუფის სპეციალური ჯილდო გადაეცა

თბილისი (BPI) – სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი” გასულ წელს განხორციელებული დასაქმების პროექტისთვის ვენის სადაზღვევო ჯგუფის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა და  პროექტის განვითარებისთვის 50 000 ევრო გადაეცა. პრიზი კომპანიას CSR აქტივობისთვის ვენის სადაზღვევო ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა მარტინ სიმჰანდლმა და CSR პროექტების დირექტორმა ბარბარა გროშნიგმა გადასცეს.

ვენის სადაზღვევო ჯგუფი 2007 წლიდან გლობალური FTSE4GOOD ინდექსის წევრია, რაც ნიშნავს იმას რომ ჯგუფი მსოფლიოს წამყვანი კომპანიების იმ ჩამონათვალს მიეკუთვნება, რომელთა საქმიანობის თან სდევს ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით მუდმივი მუშაობა.

აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ყველაზე მსხვილი სადაზღვევო ჯგუფია CSR მიმართულების განვითარებაზე წევრი კომპანიების მასშტაბით აქტიურად მუშაობს – ხელს უწყობს და ახალისებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების დანერგვასა და  განხორციელებას.  სპეციალური ჯილდოს CSR აქტივობებისთვის ჯგუფი 2012 წლიდან გადასცემს გამორჩეულ პროექტებს.

საპატიო ჯილდო ჯიპიაი ჰოლდინგმა წელს პირველად  ქალთა გაძლიერების კუთხით განხორციელებული მასშტაბური დასაქმების პროექტისთვის მიიღო. პროექტის  შედეგად კომპანიაში 600 ადამიანი დასაქმდა, მათ შორის 80% 25 წელს ზემოთ ქალია.

ჯიპიაი წელს ამავე პროექტით ათასწლეულის განვითარების ფონდის კონკურსის გამარჯვებული  და ყოვეწლიური ჯილდოს „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ პრიზის მფლობელი გახდა.  ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა აღნიშნულ ყოველწლიურ ჯილდოს საფუძველი 2016 წელს ჩაუყარა. მისი მიზანი იმ კომპანიების და პროექტების გამორჩევაა, რომლებიც ხელს უწყობს ქალების განათლებასა და პროფესიულ განვითარებას სამუშაო ადგილებზე.

შემთხვევითი სიახლე

თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს კანონში ცვლილებებს არ ეთანხმება

თბილისი (BPI) – თამბაქოს კონტროლი ალიანსი ჯადაცვის კომიტეტის მიერ თამბაქოს კონტროლის კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს …