“ჯიპიაიმ”  ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს 600 000 ლარამდე აუნაზღაურა

თბილისი (BPI) – გასულ წელს ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ 8 მეწარმეს, რომელთაც ჯიპიაიში დაზღვეული ჰქონდათ მარაგები და ქონება, ჯამში 600 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაურდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ არის დასრულებული საგამოძიებო სამუშაოები, მაინც მოხერხდა დაზარალებულ მეწარმეთა  დაკმაყოფილება.  170 000 ლარამდე ანაზღაურდა ასევე ხანძრის შედეგად დაზიანებული შენობაც. ანაზღაურება მიიღეს იმ მეწარმეებმაც, რომლებიც ჩართულები იყვნენ ჯიპიაის მცირე და საშუალო (SME) ბიზნენსის დაზღვევის პროგრამით”, – განმარტავენ კომპანიაში.

მცირე და სასუალო ბიზნესის (SME) პროგრამა სოციალური პროექტია, რომელიც ჯიპიაი ჰოლდინგმა  2017 წელს ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შემდეგ შეიმუშავა და  ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. პროგრამის ფარგლებში, დაზღვევის ღირებულების   50%-ს კომპანია აფინანსებს. ჯიპიაი ჰოლდინგში ბიზნეს პოლისით 5 000-ზე მეტი მეწარმე სარგებლობს და ღირებულება 20 ლარიდან იწყება. პოლისი  50 000 ლარამდე ზარალს ანაზღაურებს, მათ შორის ბანკის სესხის პროცენტს და საქმიანობის შეფერხების შედეგად მიყენებულ ზარალს.

ჯიპიაი ჰოლდინგი გასული წლის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი ზარალი, 61 მილიონი ლარი აანაზღაურა და ამ კუთხით ლიდერია სადაზღვევო კომპანიებს შორის. კომპანია დღეში საშუალოდ  150 000 ლარამდე ზარალს ანაზღაურებს.