ჯიპიაი ჰოლდინგი: გასულ წელთან შედარებით, სადაზღვევო ბაზარი 13%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ტელეკომპანია იბერიაში, გადაცემა „ბიზნეს კოდში“  ჯიპიაი ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თინათინ სტამბოლიშვილმა 2017 წლის  სადაზღვევო ბაზარზე არსებული მდგომარეობის მოკლე მიმოხილვა და შეფასებები გააკეთა.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული  გასული წლის შედეგების მიხედვით, სადაზღვევო ბაზარზე 13%-იანი ზრდაა დაფიქსირებული-კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 441 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 48 მლნ ლარით მეტია.

ჯიპიაის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაზღვევის კულტურა ჯერ კიდევ ძლიან დაბალია, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები შესაძლებლობას იძლევა დავასკვნათ, რომ საქართვლოს სადაზღვევო ბაზარი ნელა, მაგრამ სტაბილურად ვითარდება. თუმცა საჭიროა სფეროში კიდევ უფრო აქტიური რეფორმების გატარება. კერძოდ, სახელმწიფოს მიერ სავალდებულო სადაზღვევო პაკეტების შემოღება, რაც სადაზღვევო სისტემაში უფრო მეტი ადამიანის ჩართვას უზრუნველყოფს და შესაბამისად, ბაზრის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს. აღმოსავლეთ ევროპის განვითარებული ქვეყნების  მაგალითიც, სადაც „ვენის სადაზღვევო ჯგუფს“ მუშაობის 200 წლიანი გამოცდილება აქვს, ცხადყოფს, რომ სადაზღვევო ბაზრის განვითრებისთვის სავალდებულო დაზღვევის დაკანონება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

 

შემთხვევითი სიახლე

თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს კანონში ცვლილებებს არ ეთანხმება

თბილისი (BPI) – თამბაქოს კონტროლი ალიანსი ჯადაცვის კომიტეტის მიერ თამბაქოს კონტროლის კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს …