ჯეიმს ბლანტი სამეფო ქორწილის შემდეგ  მსოფლიო ტურნეს The AfterLove  იწყებს

თბილისი (BPI) – ინგლისის სამეფო ოჯახი კიდევ ერთი გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება – პრინცი ჰარისა და კანადელი  მსახიობის –   მეგან მარკლის ქორწილი  2018 წლის 19 მაისს, შუადღის 12:00 საათზე, უინძორის სასახლეში მდებარე წმინდა გიორგი ტაძარში გაიმართება.

ერთსაათიანი ცერემონიალის დასრულების  შემდეგ სამეფო წყვილი ტაძარს ეტლით დატოვებს და ქალაქის ქუჩებში გაისეირნებს, შემდეგ კი, სასახლეში დაგეგმლი მიღებაზე დაბრუნდებიან. ქორწილი დახურულია, ამასთან როგორც სამეფო ოჯახი განმარტავს არასახელმწიფოებრივი მოვლენა.  შესაბამისად, პრინცი სადღესასწაულო წვეულებას ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრებისთვის გამართავს. ცერემონიას მოწვეული 600 სტუმარი და წყვილის გადაწყვეტილებით, 2600 იღბლიანი ადამიანი დაესწრება.

მოწვეულ სტუმართა შორის არიან, როგორც საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები ასევე, წყვილის მეგობრები, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს. გავრცელებული ინფორმაციით, წლის ქორწილში ჯგუფი Spice Girls გამოჩნდება, ერთ-ერთი ვერსიით კი მათ პრინცესა დაიაიანას მეგობარი ელტონ ჯონიც ესტუმრებათ, ქორწილში შესაძლებელია ვიხილოთ ვიქტორია და დევის ბექემები. პრინცს ქორწილში მოპატიჟებული ჰყავს სამხედრო სამსახურში  შეძენილი თანამებრძოლეებიც.  მათ შორის, ცნობილი ბრიტანელი პოპ შემსრულებრლი   ჯეიმს ბლანტი, რომელთან ერთადაც ის  ბრიტანითის არმიაში მსახურობდა.

ერთი სიტყვით, ჯეიმს ბლანტი სამეფო ქორწილიდან მსოფლიო ტურნეს „The AfterLove“  იწყებს. ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი საქართველოს, სწორედ „The AfterLove-ის“ ფარგლებში 26 მაისს ეწვევა. კონცერტი, თბილისში, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მომღერალი მსმენელს სხვა სიმღერებთან ერთად, თავის უკვდავ ჰიტებს „You are Beautiful“ და „Goodbye My Lover “ შეუსრულებს.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ძლიერი წვიმის შედეგად ფოთში ქუჩები დაიტბორა

თბილისი (BPI) – ძლიერი წვიმის შედეგად ფოთში ქუჩები დაიტბორა. სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მონაცემებით, 2 აგვისტოს …